ჩვენ შესახებ

იურიდიული კომპანია GA LEGAL GEORGIA დაარსდა 2020 წელს, ადვოკატების მიერ, რომელთაც გააერთიანეს სხვადასხვა სამართლებრივ სფეროში მიღებული ცოდნა და გამოცდილება.

დაფუძნების დღიდან კომპანიის ძირითადი მიზანი ბიზნესისა და ფიზიკური პირებისათვის სანდო იურიდიული მომსახურების შეთავაზება იყო, რამაც მოკლე დროში გამოიღო შედეგი და არაერთ წარმატებულ საქმესა და მნიშვნელოვან ბიზნეს თანამშრომლობასთან ერთად იურიდიულ ბაზარზე „სანდო პარტნიორის“ სტატუსი დაგვიმკვიდრა.

კომპანიის გუნდი მომხმარებელს სთავაზობს სრულ იურიდიულ მომსახურებას როგორც მიმდინარე სამართლებრივი პროცესების მართვის ისე სამართალწარმოების პროცესის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავების მიმართულებით.

სტრატეგიული და ინოვაციური მიდგომების, გამჭვირვალე კომუნიკაციების,პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების ხარჯზე GA LEGAL GEORGIA უზრუნველყოფს კლიენტზე მორგებული სერვისის შექმნას, რომელიც თავის მხრივ ჩვენი მიზნის სანდო იურიდიული მომსახურების გარანტიაა.

GA LEGAL GEORGIA

Where Trust Meets Credible Solutions

დაგვიკავშირდი

დაგვირეკე

+995 555 615 856